პროფესიონალებისგან შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა. უბრალოდ შეამოწმეთ ჩვენი ბლოგი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ მართლაც საინტერესო პოსტი სარეკლამო და ბეჭდური სფეროების შესახებ

08-30-2018

გარე რეკლამა

  • პოლიგრაფია
  • პოლიგრაფია
  • გარე რეკლამა
Cloudy Sky


დღევანდელ დღეს რთულია, მიიქციო მომხმარებლის ყურადღება.

გარეთ ქუჩები, სახლში ტელევიზორები, კომპიუტერები, ტელეფონებიც კი, გადაჭედილია რეკლამებით.
რა უნდა ვქნათ გარემოში, სადაც ამდენი კარგი თუ მდარე ხარისხის რეკლამაა?
გარემოში, სადაც ადამიანების თვალს მუდამ სხვადასხვა შეთავაზება ხვდება?!
ისღა დაგვრჩენია, კრეატივისა და ხარისხიანი რეკლამის იმედად დავრჩეთ.

გარე რეკლამა


ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, დაანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი კომპანიის იმიჯი და როგორ აპირებთ წარმოაჩინოთ ის.


 
რა არის გარე რეკლამა

პოტენციური კლიენტების ძლიერი ინსტრუმენტი და უტყუარი საშუალება.
მისი მთავარი უპირატესობაა:  სასურველი ფორმატის დიდი არჩევანი, ბუნებრივი და მარტივი წვდობა  საჭირო აუდიტორიაზე.
 

გარე რეკლამა რამდენიმე ტიპად იყოფა:

  • მოცულობითი ასოები, ( მნათი და არამნათი )
  • მანათობელი ყუთი (ლაითბოქსი),
  • აბრები.


მოცულობითი ასოები

ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი გარე რეკლამის სახეობა,
რომელიც ყოველთვის გამოგარჩევთ კონკურენტებისგან !
მოცულობითი ასოები  მრავალი ფორმით არის წარმოდგენილი,
მისი გამორჩეული კონსტრუქციის  წყალობით, ის ყოველთვის უფრო გამომწვევი და თვალში საცემია.
მოცულობითი ასოები ფასადის გაფორმების საკმაოდ გავრცელებული საშუალებაა, თუმცა – არა მარტო.
გარე რეკლამის ამ სახეობას ხშირად იყენებენ შიდა ინტერიერის გასაფორმებლად, კედლებზე, მიმღებში, მაგიდებზე და ა.შ.
ასე რომ მოცულობითი ასოების დიზაინი და გაფორმება, მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
შესრულება კი ჩვენი.
სწორედ ამიტომ არის ჩვენი სლოგანი: იდეიდან შესრულებამდე !

ნათება: დიოდური, ნეონური, ლუმისცენური


მასალა:

  • ალუმინი,
  • ცინკის მეტალი,
  • არაკალი,
  • პევეხა,
  • აკრილი,
  • ორგმინა,
  • ლითონი (კეთდება უჟანგავი ლითონისგან: ვერცხლი, ოქრო. არის ყველაზე ძვირადღირებული)


მანათობელი ყუთიიგივე ლაითბოქსი (LIGHT BOX)


იმისთვის რომ ჩვენი გარე რეკლამა დღის ყოველ მონაკვეთში ასრულებდეს თავის მოვალეობას, ამისთვის ვიყენებთ მნათ ყუთებს (ლაითბოქსებს LIGHTBOX), რომელიც ასევე გარე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ის საშუალებას იძლევა განვათავსოთ ნებისმიერი წარწერა, სლოგანი ლოგო თუ სურათი,რომელიც უკვე დროისა და ამინდის მიუხედავად თვალს არ გამოეპარება. 
გარე რეკლამის ეს ტიპი, ყველაზე უფრო თვალშისაცემია მომხმარებლისთვის.
ამის თვისების გამო კი იგი ხშირად გამოიყენება სავაჭრო ცენტრებში.

დიდი მნათი ყუთი, ყოველთვის კომპანიის ძალაზე და სიმტკიცეზე საუბრობს.


ნათება: დიოდური და კონტრაჟურული
მასალა: PVC (პევეხა), არაკალი, მეტალი, ალუმინი.

აბრა 

აბრა გარე რეკლამის კიდევ ერთი სახეობა. ეს არის მცირე ან საშუალო ზომის დაფა, რომელზეც განთავსებულია წარმოებისა თუ დაწესებულების სახელწოდება ან ის მთავარი მესიჯები, რომელიც გვინდა მომხმარებლამდე მივიტანოთ.


მასალა: მეტალი, აკრილი, არაკალი, ალუმინი.

 

ბილბორდი და ბანერი


ბილბორდი, ესაა, ბანერი სპეციალურ კონსტრუქციაზე, რომელიც რკინისგან მზადდება და ძირითად შემთხვევებში ობიექტისგან შორს ანთავსებენ.

მომხმარებელი ქუჩის ნებისმიერი წერტილიდან ხედავს, განსაკუთრებით შუქნიშანზე შეჩერებული მანქანების დიდ ყურადღებას იქცევს განათებული უზარმაზარი კონსტრუქცია ბილბორდი.


მასალა: რკინა, ბანერი

რაც შეეხება ბანერს;

ბანერი და სტიკერი

ეს კი ყველაზე ეკონომიური გადაწყვეტილებაა დამწყები ბიზნესმენებისა თუ სტარტაპერებისათვის !

გარე რეკლამის კიდევ ერთი სახეობა, რომელზეც შეგვიძლია დავიტანოთ ნებისმიერი ტექსტი და გამოსახულება.
ეს გარე რეკლამის ის სახეობაა, რომელიც პირველად ხვდება მომხმარებელს თვალში და უქმნის წარმოდგენას თქვენ შესახებ.
ფართო ფორმატიანი ბეჭდვა გამოიყენება როგორც ექსტერიერისთვის ასევე ინტერიერისთვის,
ალბათ ხშირად გინახავთ დაბურული ფირით, სტიკერით ან ბადესტიკერით გაფორმებული ოფისის ინტერიერი, თუმცა არ გამოგრჩებოდათ მაღაზიების ფანჯრებიც ( ვიტრინები ).
ბანერებს გამოიყენებენ ასევე სხვა და სხვა ღონისძიებებისათვის.
თუმცა პატიო არტში დაბეჭდილი ბანერები და სტიკერები, განსაკუთრებით სანდოა!
რადგან ჩვენი პლოტერები, განსაკუთრებით მკაფიო ფერებსა და მაღალ ხარისხს ბეჭდავენ !
ჩვენთან დაბეჭდილ პროდუქციას არც ქარი აშინებს და არც წვიმა.


მასალა: პოლიესტერის ძაფი



გარე რეკლამა უნდა იყოს, პირველ რიგში, სწორი და გემოვნებიანი დიზაინით შექმნილი.

რადგანაც სწორედ ფერები, ფორმები, შრიფტი უყალიბებს მომხმარებელს თქვენი ბიზნესისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას.
გარე რეკლამა უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული.


აი, წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ მიდიხართ, მაგალითად სუპერმარკეტში და გარე რეკლამა არის უხარისხო, ალაგ-ალაგ ოღროჩოღრო, შეუსაბამო ფერებით, ცუდად დატანილი ნახატებით, ზოგი ასო ანათებს, ზოგიც ციმციმებს, ისე, თითქოს რაღაც საშინელებათა ფილმში ხართ.
ამიტომაც გარე რეკლამა სწორედაც, რომ თქვენს საქმისადმი დამოკიდებულებაზე მეტყველებს.


გარე რეკლამა კი პატიო არტის გარეშე , ეს იგივეა თევზი წყლის გარეშე.

ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის გარე რეკლამა,

მცირე თუ მსხვილი პროექტები, რადგან პატიო არტში პროფესიონალთა დიდი გუნდია და ჩვენთვის პროექტების რაოდენობა, მანძილი, სიმაღლე თუ სირთულის პროცენტულობა, მხოლოდ რიცხვებია.

 

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მზადაა უმოკლეს დროში შეასრულოს და განახორციელოს თქვენთვის სასურველი დავალება

რადგან შენი წარმატება ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფორტოფლიოში